logo_geo
eng_logo
საქართველოში ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება შენდება
- +

4 აგვისტო. 2021. 13:21

 

 

„ლაითურის პენიტენციური დაწესებულება იქნება პირველი საპატიმრო საქართველოში, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანს სრულყოფილად მოემსახურება,“ – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

რატი ბრეგაძის თქმით, საპატიმრო სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს, ასევე წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებს.

 

„700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2022 წელს დასრულდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner