logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: სანქციები არა და დახმარებას კი ვიღებთ, სწორედ ისეთს, როგორიც ეკადრება სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთთანამშრომლობას
- +

4 აგვისტო. 2021. 13:24

 

 

„სანქციები არა და დახმარებას კი ვიღებთ, სწორედ ისეთს, როგორიც ეკადრება სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთთანამშრომლობას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის „საქართველოს მთავრობისთვის შესაძლო უცხოურ სამხედრო გაყიდვასთან“ დაკავშირებით.

 

მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს სანქციებს არც უწესებენ.

 

„სანქციები, სანქციები და კიდევ ერთხელ სანქციები! უსმინა, უსმინა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას, ზოგიერთ არასამთავრობოს, პარტიული ტელევიზების სიუჟეტებს და გადაწყვიტა, რომ... არა, არა სანქციები არ დაუწესებია, და არც დააწესებდა: სტრატეგიულ პარტნიორებს სანქციებს არც უწესებენ! მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო, „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის „საქართველოს მთავრობისთვის შესაძლო უცხოურ სამხედრო გაყიდვასთან“ დაკავშირებით.“ მავანი იტყვის, რომ ეს საქართველოს ეხმარება და არა ხელისუფლებასო, მაგრამ სწორედ, რომ იმ ქვეყნის (საქართველოს!) მმართველობაში რომაა ეს ხელისუფლება, ეგ როგორ გამოდის? მოკლედ სანქციები არა და დახმარებას კი ვიღებთ, სწორედ ისეთს, როგორიც ეკადრება სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთთანამშრომლობას ! არ ვიცი, ალბათ ოპოზიციამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მინიმუმ უნდა უჩივლოს,“ ჩვენ რა გთხოვეთ და თქვენ რას გვიგზავნით“ პრინციპით. სად? არ ვიცი...ალბათ რუსებთან, კი სწორედ რუსებთან, თუ ვინმეს ეს ამბავი არ გაუხარდებოდა, ისინი იქნებიან და ურთიერთგაგებაც შესაბამისი ექნებათ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ის გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner