10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგვაძემ ქვეყანაში არსებული სამისამართო სისტემის ეფექტიანად განვითარების გზებზე ისაუბრა.
რატი ბრეგაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ყველა დასახლებული პუნქტის მისამართების სრულყოფილი ბაზა.
„ადამიანის იდენტობას, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად მისი საცხოვრებელი სახლის მისამართიც განსაზღვრავს. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობით სრულად დამისამართდება 2 700-მდე სოფელი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ადამიანს, ექნება ზუსტი მისამართი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
სრულყოფილი დამისამართების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს სოფლების დამისამართებას; მოქმედი მისამართების ხარისხის მართვასა და კორექტირებას; ერთიან სამისამართო მონაცემებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას.