logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ყველა რეგიონში გაიხსნება
- +

4 აგვისტო. 2021. 13:26

 

 

„არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ოფისები მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გაიხსნას,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

რატი ბრეგაძის თქმით, რეგიონებში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრების ამოქმედება ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნების რესოციალიზაციას და დანაშაულის პრევენციას. მინისტრის თქმით, ​რეფერირების ცენტრი ერთადერთი ორგანოა საქართველოში, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან კომპლექსურად და ინდივიდუალურად მუშაობს; ეხმარება მათ, დაძლიონ ქცევითი სირთულეები და თავიდან აირიდონ კანონთან კონფლიქტი.

 

რატი ბრეგაძის ინიციატივით, რეფერირების ცენტრი თბილისის გარდა უკვე ქუთაისშიც ფუნქციონირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner