logo_geo
eng_logo
საქართველოში პირველად, ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება შენდება
- +

4 აგვისტო. 2021. 14:20

 

 

„ლაითურის პენიტენციური დაწესებულება იქნება პირველი საპატიმრო საქართველოში, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანს სრულყოფილად მოემსახურება“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ათწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

რატი ბრეგაძის თქმით, საპატიმრო სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს, ასევე წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებს.

 

700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2022 წელს დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner