logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: ამ დაპირებამ სააკაშვილს თავი დააკარგვინა!
- +

23 ივლისი. 2016. 04:23



რუსული მედიის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოსაზრებით, ბუქარესტის სამიტზე მიღებული დაპირების გამო, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში ომი დაიწყო.


ამის შესახებ ლავროვმა ერთ-ერთ ადგილობრივ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„2008 წელს, ბუქარესტში, ნატო- სამიტზე, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, უნდა გაეგზავნოს თუ არა საქართველოსა და უკრაინას ოფიციალური მიწვევა ალიანსთან მიერთების პროგრამის დასაწყებად. ფორმალური, იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, მაგრამ ამის კომპენსირება მოახდინეს პოლიტიკური ფრაზით შემაჯამებელ დოკუმენტში - ნატო- ქვეყნები დარწმუნებული არიან, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში იქნებიან.

 

 ეს ყველაფერი მოხდა 2008 წლის აპრილში, უკვე აგვისტოში კი ამ დაპირებამ სააკაშვილს თავი დააკარგვინა და მან ცხინვალის, რუსი და ოსი მშვიდობისმყოფელების დაცხრილვის ბრძანება გასცა. ნატო- წამქეზებელმა ფრაზამ, რომ თბილისი ნატო-ში იქნება, ამ საქმეში თავისი როლი შეასრულა, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ლავროვმა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner