logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ყველა რეგიონში გაიხსნება
- +

4 აგვისტო. 2021. 14:25

 

 

„არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ოფისები მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გაიხსნას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

რატი ბრეგაძის თქმით, რეგიონებში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრების ამოქმედება ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნების რესოციალიზაციას და დანაშაულის პრევენციას.

 

რეფერირების ცენტრი ერთადერთი ორგანოა საქართველოში, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან კომპლექსურად და ინდივიდუალურად მუშაობს; ეხმარება მათ, დასძლიონ ქცევითი სირთულეები და თავიდან აირიდონ კანონთან კონფლიქტი.

 

რატი ბრეგაძის ინიციატივით, რეფერირების ცენტრი თბილისის გარდა უკვე ქუთაისშიც ფუნქციონირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner