logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე: ევროკავშირიდან არანაირი სანქცია არ იქნება, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვამბობთ
- +

4 აგვისტო. 2021. 15:49

 

 

„ევროკავშირიდან არანაირი სანქცია არ იქნება, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვამბობთ,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

მისი თქმით, მიშელის დოკუმენტში მოცემული პირობების ცალმხრივად შესრულება სწორი არ არის.

 

„გვახსოვს ოპოზიციიდან ევროკავშირს რომ ეუბნებოდნენ, ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო. ისიც გვახსოვს, ინფორმაციას რომ ავრცელებდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს ბიუჯეტი სანქციებში მოაქციაო. ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ 123 მილიონი, ყველაზე მაღალი ბიუჯეტი ჰქონდა დამტკიცებული ჩვენს მხარდასაჭერად. საქართველოსთან მიმართებაში რადიკალური ოპოზიციის არაჯანსაღი ხედვები არ სრულდება-ხოლმე. ახლაც არანაირი სანქცია არ იქნება, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვამბობთ. შარლ მიშელის დოკუმენტი იყო მნიშვნელოვანი. იქ ჩაიწერა პუნქტები რომლებიც ორივე მახარეს უნდა შეესრულებინა. ჩვენ შევასრულეთ და ვასრულებთ ამ პუნქტებს. ახლაც პროცესში ვართ. ხოლო რადიკალურმა ოპოზიციამ ნიველირება გააკეთა, არც მოაწერა ხელი, არც შემოვიდა საარჩევნო რეფორმის და სასამართლო რეფორმის განხილვაში და ახლა ცალმხრივად არ გამოდის. არ არის სწორი",- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner