ლეგენდარული საფეხბურთო გუნდის „დინამო თბილისის" მცველი, სპორტის დამსახურებული ოსტატი თენგიზ სულაქველიძე 1957 წლის 23 ივლისს დაიბადა.
სულაქველიძე არის 1978 წლის სსრკ- ს ჩემპიონატის გამარჯვებული, 1979 წლის ბროლის თასის მფლობელი, 1981 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი და იმავე წლის საბჭოთა ჩემპიონატის პრიზიორი.
სსრკ- ს ნაკრებში ჩაატარა 55 მატჩი და გაიტანა 2 გოლი. არის 1980 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი და 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.
ოთხჯერ დაასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის.