logo_geo
eng_logo
სოფელ აღაიანის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება მალე გაუუმჯობესდება
- +

4 აგვისტო. 2021. 17:38

 

სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის  სამუშაოები გრძელდება.

 

პროექტით გათვალისწინებული რეზერვუარის, ჭაბურღილის, ჭაბურღილის სათავსის და შენობის,  წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის და  გამანაწილებელი ქსელის, ასევე საქლორატოროსა და დარაჯის შენობის აშენება-მოწყობა და შემოღობვა დასრულებულია.

 

პროექტს ახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ  გამოაცხადებულ,  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“.

 

ამჟამად მიმდინარეობს 150 და 500 მ3 ტევადობის ორი რეზერვუარის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა.

 

სამუშაოების ღირებულება 2 437 956 ლარია და ფინანსდება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ.

 

მუნიციპალიტეტის მერია ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით ცდილობს მუნიციპალიტეტში მოაგვაროს არსებული პრობლემა. სოფელ აღაინის მოსახლეობას წლებია სასმელი წყლის პრომლემა აწუხებდა.   პროექტის დასრულების  შემდეგ  750  ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს სასმელი წყლის  მიწოდება და სოციალური პირობები გაუუმჯობესდებათ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner