logo_geo
eng_logo
თემურ მიქელაძე: კორონავირუსის დელტა შტამი ბავშვებში განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს
- +

4 აგვისტო. 2021. 17:50

 

 

პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, კორონავირუსის დელტა შტამი ბავშვებში განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს.

 

„ბავშვებში განსაკუთრებული სიმძიმით, კორონავირუსული ინფექციის DELთA შტამი  არ მიმდინარეობს და განსაკუთრებულ მძიმე შემთხვევასთან მე პირადად არ მქონია კავშირი, ჰოსპიტალიზაციის მხოლოდ ერთეული შემთხვევა თუ მახსენდება. დანარჩენ შემთხვევაში ეს პაციენტები მკურნალობას ბინის პირობებში გადიან, ჰოსპიტალიზირებული ჩემს მიერ ძირითადად მაინც ჩვილი ასაკის ბავშვი, 3 თვემდე ასაკის ბავში, ზუსტად სამი შემთხვევა იყო,"-  აღნიშნა „დღის კურიერში" თემურ მიქელაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner