„ბოლო 2 დღეა მდგომარეობა უაღრესად საყურადღებოა - 4000-ზე მეტია შემთხვევების რაოდენობა და საერთოდ აქტიური შემთხვევების რაოდენობა იმაზე მაღალია, ვიდრე გამოვიარეთ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში,“ - დღეს ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, არსებული ვითარება კიდევ ერთხელ მიუთითებს დელტა შტამის სწრაფი გავრცელების პროცესზე.
„ამ პირობებში ისევ ჩვენი მხრიდან მთავარ რეკომენდაციად რჩება პირბადის აქტიურად გამოყენება ყველა სივრცეში, იქნება ეს ღია სივრცე თუ დახურული შენობები - აუცილეელია პირბადის ტარება. რაც შეეხება დამატებითი შეზღუდვების შემოღებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოსთან. ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორი არის იმ მდგომარეობაში, რომ გარკვეული სარეზერვო რესურსი არსებობს, რაც საშუალებას მოგვცემს პიკის პერიოდში აქტიურად ვმართოთ შემთხვევები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, აქტიური ვაქცინაცია არის გარკვეულწილად იმის გარანტია, რომ ინფექციის გადაცემის ჯაჭვი შემცირდეს.