ავტორი ნინო ლაბარტყავა
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, „ქართული აზრი“ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ესაუბრა:
- თავდაპირველად, მოდით, 5 ივლისს განვითარებული მოვლენები შევაფასოთ - ვიცით, რომ წინა დღეებში ლგბტქ თემი აანონსებდა ე.წ. „ღირსების მარშს“ რუსთაველზე, რასაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მათ მსვლელობის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობდა, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ და დაანონსებული „მარში“ მხოლოდ მაშინ გააუქმეს, როდესაც დაინახეს, რამდენი ადამიანი გამოვიდა კონტრაქციაზე. რა იყო ეს? წინასწარ გათვლილი პროვოკაცია ლგბტქ ჯგუფების მხრიდან? თუ ამ პროცესებში, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ანასხლეტების ხელიც ერია? ვიცით, რომ აღნიშნული ჯგუფების მხარდამჭერ დოკუმენტს ე.წ. ოპოზიციიდან 15 პარტიამ მოაწერა ხელი.
- თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი 5 ივლისს არ დაწყებულა, ეს დაიწყო გაცილებით ადრე: ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე - მართლმადიდებელ ეკლესიაზე საშინელი შეტევით! სწორედ ეკლესიამ შეინახა აქამდე ქართველი ერი და სახელმწიფო და რომ არა ის, ჩვენი ერი დღევანდლამდე ვერ მოაღწევდა. დღევანდელი ბნელი ძალების ამოცანა მთელ მსოფლიოში, გინდა ჩრდილოეთში და გინდა დასავლეთში, არის ის, რომ საქართველოში ეს ღერძი იყოს ჩამონგრეული და ამაზე მიდის უამრავი ძალისხმევა, იხარჯება უამრავი თანხები. 66 წლის კაცი ვარ, საბჭოთა კავშირის დროს დავიბადე და მე ასეთი შეტევა და შტურმი ქართული ეკლესიის წინააღმდეგ არ მახსოვს! როგორც გითხარით, ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია, დაწყებულია და აქამდე ხმას არ ვიღებდით - მივეცით შესაძლებლობა მეორე ბნელ ძალას, რომელიც ჩრდილოეთიდან არის მართული, ცალ ხელში ჯვარი უჭირავს და მეორე ხელში მამონა - რომ დაპირისპირება მომხდარიყო აქ, რის შედეგადაც საქართველო, ჩვენი საზოგადოება დაზარალდა! ის სიბილწე, ძალადობა, გარყვნილება, უბედურება, რომელიც, სამწუხაროდ, არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ბოგინობს, აქაურმა ჭინკებმა და ავმა სულებმა კარგად გამოიყენეს! საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა ცალსახად არც გარყვნილებას იზიარებს და არც ძალადობას! რასაც ჩვენ 5 ივლისს ვუყურებდით, ეს იყო იმ მრავალი მიზეზის შედეგი, მათ შორის, გარყვნილების პროპაგანდის, ანტიქრისტიანული ისტერიის, რომელიც მოედინებოდა გარყვნილი და მოპარული ფულით დაფინანსებული ამ სამი სიბინძურის არხიდან! მეორე მხარეს კი იყვნენ ეს ვითომ ქრისტეს ქომაგები, რწმენის დამცველები, ეს ბნელები, მოძალადეები, არაფრით გამორჩეულები იმ პირველი ბოროტი ძალისგან, რადგან ჩემი აზრით, ძალადობაც ისეთივე გარყვნილებაა, როგორიც მამათმავლობა. ბნელმა ძალებმა აი, ეს ორი ძალა დაატაკეს ერთმანეთს და რაც მთავარია, ის გეგმა, რომელიც განხორციელდა, გათვლილი იყო იმისთვის, რომ როცა ეს შერკინება მოხდებოდა, ეს დრო ყოფილიყო აბსოლუტურად მოულოდნელი საზოგადოებისთვის. მართლა არავინ ელოდა ასეთი მასშტაბისა და აგრესიის ტალღას ჟურნალისტების მიმართ, თუმცა, მათი დიდი ნაწილი, ვისაც ჩვენ ჟურნალისტებს ვეძახით, არიან ბნელეთის აგენტები - გვარამიას, გრიგოლიას და თარგამაძის მოციქულებს არანაირი კავშირი არ აქვთ ჟურნალისტიკასთან! ესენი არიან ბნელეთის დაფინანსებული აგენენტები იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა გამოიწვიონ, გარყვნან საზოგადოება, მოსპონ მორალი და მთელ ქართველ საზოგადოებას, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ცნება, რომელსაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია განასახიერებს, შეურაცხყოფა მიაყენონ ყოველდღე, ყოველ წამს, ყველა ეთერში! ამიტომ მხოლოდ 5 ივლისზე საუბარი არის რეალობისგან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა, მაგრამ ეს არ გამოუვათ მაგათ, რადგან უკვე დაძველდა მათი ხრიკები, ისევე, როგორც დაძველდა, დაბერდა, გაიხრწნა და დალპა ინგა გრიგოლია, ნიკა გვარამია, გიორგი თარგამაძე, ეკა მიშველაძე - მთელი ეს ბანდა!
- როგორც ჩანს, ცალ-ცალკე უკვე ვეღარ ახდენენ ხალხზე ზეგავლენას და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამი ტელეკომპანიის გაერთიანებული ეთერის მომსწრენიც გავხდით...
- დიახ, ბოლოს იქამდეც მივიდნენ, რომ ეთერებიც გააერთიანეს... მაგათი მთავარი მეძავი, კიევში გაქცეული სააკაშვილი, იქით კიდევ ლონდონში რომ ზის ყაჩაღი კეზერაშვილი, რომელმაც 2008 წელს ქართველი ახალგაზრდების სისხლზე იშოვა ის ფული, აქეთ კიდევ ეს ოქრუაშვილები, ადეიშვილები, მერაბიშვილები... ეს ბნელეთის მოციქულები, ჭინკები, საქართველოს უბედურებაზე ნაშოვნი ფულით ცდილობენ, ბოლომდე მიიყვანონ ის ამოცანა, რომელიც მათ დაუსახეს სხვა ბნელმა ძალებმა! საქართველოში არსებული ტელევიზიით თვითმკვლელ ღვთისმშობელს რომ აჩვენებ და პირდაპირ ეთერში 23-ჯერ დედას რომ იგინები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ქართულ ზნეობას, ქართულ ეკლესიას, ქართულ სულს, ქართველ კაცებსა და ქალებს აყენებ შეურაცხყოფას! ამ ყველაფერს კი, საბოლოო ჯამში, შედეგი მოჰყვებოდა - სამწუხაროდ, კონტროლსგარეთ გასული შედეგი, ასევე იმ ბოროტი და ბნელი ძალების მიერ განხორციელებული, რომელიც ჩრდილოეთიდან არის მართული და დაფინანსებული! ჩვენ, ასევე, ვხედავთ გარეშე ბნელი ძალების აბსოლუტურად გაუგებარ და უპრეცედენტო ზეწოლას საქართველოს სახელმწიფოზე - ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამერიკის შეერთებნული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, ძალიან ადარდებს ის 6 მოსამართლე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დანიშნა უზენაეს სასამართლოში კონსტიტუციის და საერთოდ, ყველა წესის და შეთანხმების დაცვით! მაგათ აწუხებს ის, რაც მათ მიაწოდეს, რომ ამ ბნელეთის მოციქულებმა, პრაიდებმა, მამათმავლებმა, დედათმავლებიმა და ყველანაირმა „მავლებმა“, ვერ მოახერხეს საქართველოში ფესვების გადგმა! სულ რომ შუაზე გაიხენ, ვერაფერსაც ვერ იზამენ! სულ რომ ყველა ერთად შეიკრიბოს ამ ჭრელი დროშებით და შარვალჩახდილებმა დაიწყონ სირბილი თბილისში, ქართულ სულს ვერ გატეხენ! ქართული, მართლმადიდებლური ქრისტიანული სული 2000 წლის განმავლობაში ვერ გატეხა ვერავინ - დაგვიპყრეს, დაგვჩაგრეს, ყველა ქალაქს შეესიენ, გადაწვეს, ააოხრეს, რა არ ქნეს საქართველოში, მაგრამ ქართული სული ვერც მურვან ყრუმ, ვერც შაჰ აბასმა, ჯალალედინმა, მონღოლებმა, არაბებმა, სპარსებმა, თურქებმა, რუსებმა - ვერავინ გატეხა! მითუმეტეს, ვერაფერს გახდებიან ეს შარვალჩახდილი დასავლელები, რადგან ეს არ არის არც ამერიკის და არც ევროპის ნამდვილი მორალი - ევროპა-ამერიკის რეალური მორალი არის ქრისტიანობა, ამ საფუძველზე, ამ ღირებულებებზე აღმოცენდა ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სიკეთის, თავისუფლების, ადამიანის ღირსების სიმბოლო და მისი დამფუძნებელი მამებიც ამ მორალზე იდგნენ, შარვალჩახდილები კი არ დარბოდნენ ქუჩაში! ევროპაც ქრისტიანულ მორალზე დგას და ის, რასაც ჩვენ გვტენიან და გვიპირებენ, ეს ანტიევროპული და ანტიამერიკული მოვლენებია! არ აქვს მნიშვნელობა, ვინ წარმოადგენს ამ ტიპის მოვლენებს - ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ელჩებიც, სახელმწიფო მდივნებიც, პრეზიდენტებიც მიდიან და მოდიან, ქრისტე კი იყო, არის და იქნება მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, საქართველოში!
- ჩვენ ვხედავთ, რომ ესეთი დასავლელი და ევროპელი „მეგობრები“ მუდმივად რაღაც რეკომენდაციებს გვაძლევენ, რასაც რეალურად, თითის დაქნევის ხასიათი უფრო აქვს. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, რა გვხდის ვალდებულს, მათი „რეკომენდაციები“ შევასრულოთ?
- თითი მაგათ თავიანთ ოჯახის წევრებს უქნიონ! ჩვენი პრობლემები ჩვენი საქმეა და ვიცით ჩვენ, როდის რა ჭირი გვჭირს! ის ადამიანები, ვინც ქართულ სულიერებას, ქართულ მორალს, ქართულ საფუძველს ებრძვიან, რაზეც ჩვენ ვდგავართ - არ არიან ჩვენი მეგობრები! საერთოდ, ჩემი საქმე არ არის, ადამიანი თავის საძინებელ ოთახში როგორ იქცევა, ეს მისი გასარკვევია ღმერთთან. ჩვენთან გამოჩენილი ქართველი მოღვაწეებიც იყვნენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის და რომელიმე თუ შეწუხებულა როდისმე?! ან ვინმეს მათთვის შეურაცხყოფა თუ მიუყენებია?! საქართველო არის ტრადიციულად ტოლერანტული ქვეყანა და ასეც იქნება, მაგრამ არავის ეგონოს, რომ რადგან ბევრი ფული აქვთ და ბევრგან გასდით რაღაცები, აქაც გაუვათ და დაგვჩაგრავენ! შეიძლება, ფინანსურად, ან პოლიტიკურად რაღაცნაირად დაგვჩაგრონ, მაგრამ ვერ გაგვტეხენ, ესაა მთავარი! ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ამერიკელი ხალხის დახმარება, არც გერმანელების დახმარება დაგვავიწყდება, არც სხვა ევროპული ქვეყნების - მადლიერება არის ჩვენი სულიერების ნაწილი, რომლის მოსპობასაც ახლა მავანნი ცდილობენ! ჩვენს ნამდვილ მეგობრებს არასდროს ვუღალატებთ და ეს იმ ათასობით ქართველმა ჯარისკაცმაც დაამტკიცა, რომლებიც ავღანეთში იბრძოდნენ ამერიკელი, გერმანელი, ინგლისელი ჯარისკაცების გვერდით! ფარისეველ, ბნელ დასავლელ და ევროპელ ე.წ. „მეგობრებს“ რაც შეეხება - დედისმაგათსამ, მათ ჩვენს მორალსა და ცხოვრების წესზე შეტევა დაიწყონ!
- არ შეუძლია ჩვენს ხელისუფლებას, ასეთ „კეთილმოსურნე მეგობრებს“ მტკიცედ უთხრას, რომ მოდით, ბიძია, თქვენ თქვენს ქვეყანას მიხედეთ და ჩვენს შიდასაქმეებში ნუ ერევითო?
- ეგ ასე მარტივი არ არის. ჩვენ ვართ საკმაოდ რთულად განვითარებადი ქვეყანა უამრავი პრობლემებით, ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და ზეწოლა და ფერადი დროშების ფრიალი კი არა, მხარდაჭერა გვჭირდება. მათი მხრიდან კი ამ მხარდაჭერას და განსაკუთრებულ ძალისხმევას ვერც ცხინვალის და ვერც სოხუმის მიმართულებით ვერ ვხედავ! აღშფოთებები კი, იცოცხლე, კარგად იციან! რა ხელისუფლებაც არ უნდა იყოს საქართველოში, თვითონ ქვეყანას არ აქვს იმხელა გავლენა, შესაძლებლობები, რომ მაგალითად, „კეთილმოსურნე გარეულ მეგობრებს“ კარისკენ მიუთითოს. თუმცა, სხვათა შორის, ჩვენ აქედან კუდამოძუებული სხვადასხვა ელჩებიც გვახსოვს! ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს, რადგან მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - უახლოეს არჩევნებში სრულიად საქართველო (რა თქმა უნდა, იმ უმცირესობების გარდა, რომლებიც საროსკიპოებად არის გადაქცეული) კედლად დადგება არა „ქართული ოცნების“ თუ ხელისუფლების დასაცავად, არამედ ერთად დადგება ქართული ეკლესიის, მორალის და სამშობლოს დასაცავად, ამ გარყვნილებისგან და სიდამპლისგან, რის შემოგორებასაც დღეს „ტროას ცხენივით“ ცდილობენ საქართველოში! მოთმინების ფიალა ქართველ ხალხსაც ევსება!
- უნდა მივუბრუნდე მიმდინარე აქციებს, რომლის ორგანიზატორები ნაცმედიის წარმომადგენლები და ამავდროულად, თვითონ „ნაცმოძრაობა“ არიან. ისინი ამჯერად უკვე იმ გარდაცვლილი ოპერატორის სახელით სპეკულირებენ, რომელიც 5 ივლისის აქციაზე ფიზიკური თავდასხმის ობიექტი გახდა, თუმცა ყველა ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ლექსო ლაშქარავა აღნიშნული თავდასხმისას მიღებული დაზიანებების შედეგად არ არის გარდაცვლილი. როგორ ფიქრობთ, სადამდე მიიყვანს ეს პროცესები ქვეყანას?
- ეგენი არიან ლეშიჭამიები! რას ერჩიან იმ საწყალ ბიჭს? ჩემი კოლეგა იყო ცხონებული და ძალიან მტკივა მასზე გული, მაგრამ განსაკუთრებით მტკივა გული, ამ გარყვნილების, მეძავების შაბაშს რომ ვუყურებ! ამ ბიჭის გვამზე ბორგავენ ეს არაადამიანები! მაგათ ავიწყდებათ, რომ ყველაფერს გაეცემა პასუხი, მათ შორის, ქართველი ხალხისგან - ღმერთი მაღალია! საერთოდ, ჯერ კიდევ 2012 წელს ვეუბნებოდი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ არ გეგონოთ, რომ „ქართული ოცნებაა“ თქვენი მოწინააღმდეგე, თქვენი მოწინააღმდეგე ქართველი ხალხია-მეთქი! ეს უნდა იცოდნენ ელჩებმაც, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ კი არ ებრძვიან ახლა, ისინი ებრძვიან ქართველ საზოგადოებას, მთელ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ისტორიას, წარსულს, აწმყოს და მომავალს და ჩვენ ამას არ დავუთმობთ! საქართველოში ხელისუფლებები იცვლებოდნენ და შეიცვლებიან კიდეც, იდეალური და კეთილშობილი ხელისუფლება მე ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. იმ ელჩებმა და დიპლომატებმა ჩვენთან დაიწყეს ბრძოლა და რა პასუხსაც მიიღებენ, ამის გაგებას ბევრი დრო არ დასჭირდება. თუმცა, ეს პასუხი არავითარ შემთხვევაში არ იქნება იმ ფორმით, რასაც რუსეთი ცდილობს აქ - ძალადობით, ველურობით და ბარბაროსობით! რა თქმა უნდა, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობის“ და მათი მედიების მხრიდან ქვეყნის ჯანჯღარს - გარკვეული პოლიტიკური პრობლემები გვექნება, როგორც ქვეყანას, თუმცა მე ვფიქრობ, მსოფლიო არ არის ახლა ისეთ მდგომარეობაში, რომ ფსევდოლიბერალიზმი და გარყვნილება აღმავლობის გზაზე იდგეს, ამიტომ მიმაჩნია, რომ კონსერვატიზმი, საღი აზრი გაიმარჯვებს. იმედია, თეთრ სახლშიც და სხვა სახლებშიც მიხვდებიან, რომ მეგობრული, კეთილგანწყობილი, პარტნიორული საქართველო და ქართველი საზოგადოება სჭირდებათ და არა გარყვნილების საროსკიპოები, რომლებიც აქ დააფუძნეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა! ერთხელ მსოფლიო გარყვნილებაზე ღმერთმა კაცობრიობას უკვე გასცა პასუხი, წარღვნა რომ მოუვლინა. ვერ ისწავლის კაცობრიობა ჭკუას? სხვა ფორმით მოუვლენს ღმერთი თავის პასუხს. ერთია, რომ უფალი ნათელსა და ბნელს არჩევს - ნათელ მხარეს დარჩებიან წესიერი ადამიანები, წესიერი ქვეყნები, ბნელ მხარეს კი იქნებიან გარყვნილები და მოძალადეები!