logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს
- +

4 აგვისტო. 2021. 18:22

 

 

„პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს,“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა, რვიდან ოთხმა პარტიამ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას.

 

„100 დღის განმავლობაში, მათ გაზარდეს დაპირისპირების ხარისხი, დეზინფორმაცია და დესტრუქციული ელემენტები შემოიტანეს პარლამენტშიც, რისი მომსწრეც ჩვენი საზოგადოება გახდა. პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აღარ შეიცვლება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner