logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „თეგეტა მოტორსი“ და სტუდენტები შეუერთდნენ
- +

23 ივლისი. 2016. 10:00


შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის -  „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიას „თეგეტა მოტორსი" და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები  შეუერთდნენ.



სტუდენტებმა შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები კომპანია „თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრებში განათავსეს. სტიკერები ცენტრში შემოსულ მძღოლებსაც დაურიგდათ. სტუდენტებმა მათ შს სამინისტროს  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში ჩართვისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდეს.



შსს-ს კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner