logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ მაგიდებზე ხტომით პარლამენტში, პროვოკაციების მოწყობით, რადიკალიზაციით პოლარიზაცია კი არ შეამცირეს, გაზარდეს
- +

4 აგვისტო. 2021. 21:03

 

 

„პრეზიდენტმა ასე თქვა, რომ პოლარიზაცია შემცირდა. ეს არ არის ის რეალური მოცემულობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მათ მაგიდებზე ხტომით პარლამენტში, პროვოკაციების მოწყობით იმ ამორალური კამპანიებით, რადიკალიზაციით პოლარიზაცია კი არ შეამცირეს, გაზარდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„აქედან გამომდინარე, სიმართლე ჩვენ მხარესაა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, თითქოს 19 აპრილის შეთანხმებამ ქვეყანაში პოლარიზაცია არ შეამცირა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner