logo_geo
eng_logo
თურქეთის 7 პროვინციაში ხანძრების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ
- +

4 აგვისტო. 2021. 22:49

 

 

თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მინისტრის განცხადებით, თურქეთმა წარმატებით ჩააქრო სულ 167 ხანძარი, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაჩნდა.

 

"ტყის ხანძარი გაჩნდა თურქეთის 81 პროვინციიდან 33 -ში", - დაწერა ბექირ პაკდემირლიმ „ტვიტერზე“ და დასძინა, რომ ძალისხმევა გრძელდება დარჩენილი 16 ხანძრის ჩასაქრობად სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის შვიდ პროვინციაში: ადანა , ანტალია, აიდინი, დენიზლი, ჰატაი, ისფართა და მუღლა.

 

თურქეთის სატყეო სამმართველოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 98 სოფელში გაჩენილ ხანძარს აქრობდა 16 მეხანძრე - მაშველი თვითმფრინავით, ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი, 51 ვერტმფრენი, ერთი უპილოტო შვეულმფრენი, 850 მეხანძრე - სატვირთო მანქანა და წყლის ტანკერი, 150 სამშენებლო მანქანა და 5,250 პერსონალი.

 

ეროვნულმა თავდაცვის სამინისტრომ "ტვიტერზე" განაცხადა, რომ საჰაერო ძალების სარდლობა აგრძელებს საჰაერო სივრცის გამოყენებას, ფრენის მოძრაობის მონიტორინგს და კოორდინაციას ხანძრის ჩაქრობის მიზნით.

 

„გარდა ამისა, ჩვენი საჰაერო ძალების სარდლობის უპილოტო საფრენი აპარატები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ ცეცხლის ზონებს ჰაერში და უზრუნველყოფენ სურათის მყისიერ გადაცემას“, - დასძინა მან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner