logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: აღარ ახსოვთ, რომ ამოვიდა ყელში ლიბერალური დიქტატურა, რომელმაც ყველას მიუკაკუნა კარზე - ზოგს ტყვიით, ზოგს ციხით...
- +

5 აგვისტო. 2021. 01:44

 

 

„5 ივნისი იყო დიდი პროვოკაცია ქართველი ერის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ დღეს არავითარი კავშირი ვინმეს უფლებების დაცვასთან არ ჰქონია. მთავარი მიზანი იყო, ქართველი ერი გამოცხადებულიყო ბნელად და შავრაზმელად და მის სათავეშიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წარმოეჩინათ! მეტიც, ის ორგანიზაცია, რომელსაც სურდა რუსთაველის გამზირზე პრაიდის ჩატარება, უცხო ძალების მიერ არის დაფინანსებული. ამ მოძრაობას არაფერი საერთო ადამიანის უფლებებთან არ აქვს!“, - ასე შეაფასა აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილმა, ფილოლოგმა რუსუდან შარაძემ გაზეთ „ქართულ აზრთან“ 5-6 ივლისის მოვლენები.

 

„ქვეყნიერებას უმტკიცებენ, რომ ყველაზე დიდი ქრისტიანები თავად არიან, კეთილშობილებიც, რადგან გმობენ ცხვირ-პირის დანგრევას... რატომღაც, უცბად ყველას დაავიწყდა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, აღარ ახსოვთ, რომ ამოვიდა ყელში ლიბერალური დიქტატურა, რომელმაც ყველას მიუკაკუნა კარზე - ზოგს ტყვიით, ზოგს ციხით, ზოგს რით და ზოგს რით... და რომელმაც ჩვენი ცხოვრება წაიღო… ვიღას ახსოვს პატრიარქი და მის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი, ვიღას ახსოვს ამდენი უსამართლობა...“, - განაცხადა შარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner