„შარლ მიშელის შეთანხმების“ ანულირების შემდეგ მთელი სალიბერასტეთი ერთ ხმაზე გაჰკივის, ამით „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვა და რუსეთისკენ მიგვაქანებსო. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან:
– თუ ნაცები იძახიან, „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ უარის თქმა ნატოზე უარის თქმას ნიშნავსო, ეს ძალიანაც მახარებს! დიახ, გიხაროდენ, ნატოში აღარ შეგვათრევენ და აღარც მაპს მოგვაშავებენ!
ჯერ ერთი, ამ ნატოში ისედაც არავინ გვიღებდა და, მეორეც, რომც მიგვიღონ, ეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე მოხდება! რა ჭირად გვინდა ნატოში გაწევრიანება, თუ ეს ჩვენი ძირძველი მიწების გარეშე უნდა მოხდეს?!
გარდა ამისა, იცით, რა მაკვირვებს ამ ნაცებში?! რა ნამუსით ამუნათებენ ხელისუფლებას, რატომ უარყავი „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ხელმოწერაო, როდესაც თვითონ, იგივე შარლ მიშელისა თუ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების თხოვნის მიუხედავად, ჯორივით გაჯიუტდნენ და არ მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას?! ამათ ნამუსი და შუბლის ძარღვი არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ ნუთუ ხალხი ასე ბნელი ჰგონიათ?!
მოკლედ, ძალიანაც კარგი, რომ „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ხელმოწერა გააუქმეს! ახლა დროა, ანტიდისკრიმინაციული კანონიც გაუქმდეს! ეს კანონი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ათასწლოვან რწმენასა და ტრადიციებს! ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ბოლო უნდა მოეღოს!
– აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდთ კრამერმა დაიქუხა – „შარლ მიშელის შეთანხმებაზე“ უარის მთქმელი პრემიერი ღარიბაშვილი უნდა გადადგესო!
– ვინ მიგდია დევიდ კრამერი, რომ გვასწავლის, ვინ იყოს საქართველოს ხელისუფლებაში?! ეგ არის სააკაშვილის დაქირავებული ლობისტი, რომელიც ფულის სანაცვლოდ კრიახობს! ხომ უნდა გამოიმუშაოს ის ფული, რომელსაც სააკაშვილის უხდის საქართველოს ნაძარცვი ქონებიდან?! ჰოდა, ამიტომაც კრიახობს ეს კრამერი! რას წარმოადგენს დღესდღეობით ამერიკაში?!
– არასამთავრობო ფონდის ხელმძღვანელია!
– ჰოდა, ჭამოს გრანტები და თავის ქვეყანას მიხედოს! მეც არ მომწონს მაგათი ლიბერასტი და გაყალბებით არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი, მაგრამ ხომ არ გავიძახი – გადადგეს-მეთქი?! ღარიბაშვილი არ გადადგება! ღარიბაშვილი კი არ უნდა გადადგეს, ეს ნაცლიბერასტები უნდა გადააყენოს და დააყენოს! თორემ ამოუვიდა ხალხს ყელში ეს ნაცხროვა და ჩვენ მივხედავთ!
– სააკაშვილმა განაცხადა, ერის წინაშე დადებულ პირობას აუცილებლად შევასრულებ და ადგილობრივი არჩევნებისთვის ჩამოვალო!
– მერამდენე არჩევნებია, ჩამოდის?! რისი ჩამომსვლელია ეგ უბედური! თუ ასეთი ვაჟკაცი იყო, რას გაიქცა კურდღელივით საქართველოდან?! ეგ არ იყო, საქართველოს მოქალაქეობა რომ გაყიდა ოდესის გუბერნატორობაზე?! ჩამოვიდეს და დავხვდებით აქ! ნაცბანდა ტყუილად ოცნებობს ხელისუფლებაში დაბრუნებაზე! ამ არჩევნებს ნაცები კატასტროფულად წააგებენ!
შეიძლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ამ მეცოცხეებს და მწამებელ-გამაუპატიურებლებს ხალხი ხმას არ მისცემს! 5 ივლისის გეი-პარადის ღია მხარდაჭერით ნაცმოძრაობამ ოფიციალურად გაიფორმა ლგბტ პარტიის სახელი!
საქართველოში ხელისუფლებაში ვერასოდეს ვერ მოვლენ ეკლესიის მტრები და მამათმავლების მოყვარულები! ასეთია ქართველი ხალხის ნება! ვისაც ეს არ მოსწონს, აგერ ევროპა და ამერიკა – იქაურ გეი-პარადებს შეუერთდნენ!
გიორგი გიგაური