„საპატრიარქოსგან და ხელისუფლებისგან მხარდაჭერას გრძნობდა. ზაზას გათავისუფლების იმედი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა ჩვენი პატრიარქი ჩაერთო. ამის შემდეგ სჯეროდა, რომ მალე გათავისუფლდებოდა, თუმცა, ასე მალე არ მოელოდა. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა „ქართულ აზრთან“ ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა.
„მადლობა პატრიარქს, რომ ჩაერთო ამ საქმეში. ჯერჯერობით საპატრიარქოდან არავის დაურეკავს, მაგრამ ველოდებით. ჩვენ ვიყავით ჩასულები გორში, მეუფე ანდრიასთან და მადლობა გადავუხადეთ, რადგან ის იყო ჩვენთანაც ჩამოსული, პატრიარქის წერილი გაგვაცნო, რომელიც გაიგზავნა“, - აღნიშნა ბუთხუზმა.