logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ამ მედიატერორისტებიდან თუნდაც ერთს, დახვრეტილი მამაჩემის ფოტო ერთხელ მაინც რომ აეფრიალებინა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ოდნავ მაინც ვირწმუნებდი მათ გულწრფელობას
- +

5 აგვისტო. 2021. 02:52

 

 

„რამდენი წელი ელოდებოდა „ველური“ ქართველი ხალხი, რომ კანონი იკანონებდა, დამნაშავეები დაისჯებოდნენ, ცრუ, პროვოკატორი ფეიკ-ჟურნალისტები აილაგმებოდნენ, სადღაც ცხრა მთას იქიდან ცხვირში არ შეჩრიდნენ სრულიად მიუღებელ დირექტივებს და ა.შ...“, - განაცხადა აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილმა, ფილოლოგმა რუსუდან შარაძემ „ქართულ აზრთან“.

მან 5-6 ივლისის მოვლენებზე ისაუბრა.

 

„სახელმწიფომ კანონით ვერ უზრუნველყო ეს (კიდევ ბევრი რამ) და ბოდიში რა, თუ ვიღაც გაგიჟებული ზღვარს გადავიდა. თან ეგ კიდევ საკითხავია, ვინ იყვნენ ის „გაგიჟებულები“. პოზნერს რომ კვერცხები აჭამეს (პოლიციას რომ მიეშვა, თვითონ პოზნერსაც შეჭამდნენ), ის სამშობლოს დაცვა ყოფილა თურმე. მესმის, არცერთი არ უნდა მოგწონდეს, უბრალოდ, იმას ვერ ვხვდები, რაც არ უნდა მტყუანი იყოს ჩემიანი, რა იდეური თანხვედრა უნდა მქონდეს იმ საჭინკეთთან, რომელიც „სიტყვის“ და „გამოხატვის“ უფლებას იცავდა იმ საღამოს, რა წერტილში უნდა გადავიკვეთო უგულავასთან, ბოკერიასთან, მაქარაშვილთან და მთელ ამ ბანდასთან, მთელი არსებითაც რომ მძულდეს ცემა-ტყეპა და სიველურე.

 

„ჩემიანი“ ვთქვი და დიახ, ჩემიანი, რადგან ის „ბანჯგვლიანი“, „ოფლიანი“ და „სუნიანი“ ბიჭები უფრო ჩემიანები არიან, ვიდრე ეს მკვლელების ბანდა. ამიტომ, რაც არ უნდა ვემიჯნებოდე „სიბნელეს“, ჩემი ხალხის ლანძღვით იმათ არ გავაძლიერებ. თუ ვერ დავიცავ, სულ გავჩუმდები, მითუმეტეს, რომ არავინ ქვეყანაზე აზრს არ მეკითხება. ნუთუ ასე რთულია? ერთიც არის: ამ მედიატერორისტებიდან თუნდაც ერთს დახვრეტილი მამაჩემის ფოტო ერთხელ მაინც რომ აეფრიალებინა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ოდნავ მაინც ვირწმუნებდი მათ გულწრფელობას, მაგრამ…“, - აღნიშნა შარაძემ.

 

 

წყარო: გაზეთი "ქართული აზრი"
 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner