საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანელ ხალხს და გერმანიის მთავრობას მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ყველას დიდი აქტიურობა და მოქმედებები გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად.
„მწუხარებას გამოვთქვამ მიუნხენში ტერაქტის გამო. ტერორისტთა ტყვიებს კვლავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, გერმანელ ხალხსა და გერმანიიის მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო.
გამძლეობას და სიმტკიცეს ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში. მიუნხენის ტრაგედია მორიგი სიგნალია, რომ ყველას ერთად მეტი აქტიურობა და მოქმედება გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.