logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც, პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა
- +

5 აგვისტო. 2021. 10:49

 

 

პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდვითარების გაუმჯობესება მხოლოდ ვაქცინაციითა და რეგულაციების მკაცრი დაცვითაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე „ქრონიკას“ კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა ყოველდღიური რიცხვი საქართველოში დიდია

 

„გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრების ტემპის კიდევ უფრო მომატება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის აცრა, იმიტომ რომ პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა. კი, ახლა კი ვართ პიკში და სამწუხაროდ, ეს პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც. ვიანგარიშოთ, რომ 1000 ავადგამხდარი ადამიანიდან 15 შეიძლება დაიღუპოს (სამწუხაროდ, ასეთია სტატისტიკა), აქედან გამომდინარე, პროგნოზები, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner