საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ბელგიის სამეფომ საქართველოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 86 400 დოზა გადმოსცა.
ზალკალიანი სოციალურ ქსელში ბელგიის მთავრობას საჩუქრისთვის მადლობას უხდის.
„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 86 400 დოზისთვის. თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - წერს ვიცე-პრემიერი „ტვიტერზე“.