„საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის 80 პროცენტზე მეტი დელტა შტამია,“ – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, დელტა შტამი თითქმის წამყვანი გახდა თბილისსა და ბათუმში.
„საქართველოს მასშტაბით, სადღაც 80 პროცენტზე მეტი უკვე დელტა შტამია“, – განაცხადა იმნაძემ.