logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ევროპული სტრუქტურებისგან მიღებული რეკომენდაციები ყოველთვის მნიშვნელოვანია
- +

5 აგვისტო. 2021. 11:55

 

 

„ევროპული სტრუქტურებისგან მიღებული რეკომენდაციები ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომელიც უკავშირდება ისეთ რეფორმებს, რაც სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებას უკავშირდებოდა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რეკომენდაციების შინაარსი სათითაოდ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში საჭიროებს გაანალიზებას.

 

„შემდგომ რეფორმების შინაარსზე უნდა შევთანხმდეთ და ამ გზით მოგვიწევს კანონმდებლობის და სისტემის გაუმჯობესება. ასევე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმსახურებს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით შემდგომ გაუმჯობესებაზე ფიქრი და კარგია, რომ მსგავსი რეფორმების ინიციატორი შეიძლება იყოს ევროპული სტრუქტურები, ეს გამოხატავს ქვეყნის პროგრესის მხარდაჭერას. ევროკომისიის ანგარიშში თუ ვენეციის კომისიის ის დასკვნა იგულისხმება, რომელიც მათ შორის 19 აპრილის შეთანხმებაში მოხვდა. ვფიქრობ, ჩვენს კანონმდებლობაში სრულად არის იმპლემენტირებული ნორმები რეკომენდაციების შესაბამისად, შემდგომი დახვეწა და გაუმჯობესება რა შეიძლება იყოს, ამაზე ალბათ, დავფიქრდებით და შესაბამისად გვექნება სიახლეები და არ იქნება რეფორმებიც დაყოვნებული, თუმცა ის რეკომენდაციები იგულისხმება, რომელზეც 19 აპრილის შეთანხმებაშია ყურადღება გამახვილებული, ვფიქრობ, სრულად და სრულფასოვნად არის შესრულებული რეკომენდაციების ასახვა ჩვენს კანონმდებლობაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner