logo_geo
eng_logo
7-დან 15 აგვისტოს ჩათვლით რუსთავში მხოლოდ „B“ კატეგორიის პრაქტიკული გამოცდა ჩატარდება
- +

5 აგვისტო. 2021. 13:08

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავის ცენტრალურ ფილიალში 7-დან 15 აგვისტოს ჩათვლით შესაძლებელი იქნება მხოლოდ „B“ კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში იგეგმება საგამოცდო პრაქტიკული მოედნის განახლება, რის გამოც 7 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით შესაძლებელი იქნება მხოლოდ „B“ კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, ხოლო სხვა დანარჩენი კატეგორიის / ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდის მიღება დროებით შეჩერდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner