logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ბავშვების კუთხით მდგომარეობა შედარებით უკეთესია, პედიატრიული საწოლფონდი არის
- +

5 აგვისტო. 2021. 13:56

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ბავშვების კუთხით კორონავირუსთან მიმართებაში მდგომარეობა შედარებით უკეთესია.

 

გაბუნიას თქმით, ბავშვებისთვის დამატებული ჰოსპიტალური საწოლები ამ ეტაპზე დატვირთული არ არის.

 

„ბავშვების კუთხით მდგომარეობა შედარებით უკეთესია. რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა რჩება, თუმცა სიმძიმე არის მსუბუქი, პანიკაც და შიშიც გაქრა პირველი ტალღის შემდეგ და ბავშვების დიდი ნაწილი რჩება ოჯახში საწყისი შეფასების შემდეგ. ამდენად, ის ჰოსპიტალური საწოლები, რომელიც ჩვენ დავამატეთ ბავშვების მიზნებისთვის ამ ეტაპზე არ არის დატვირთული, ასე რომ, პედიატრიული საწოლფონდი არის“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner