logo_geo
eng_logo
ევროკავშირი „თალიბანს“ ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
- +

5 აგვისტო. 2021. 13:57

 

 

ევროკავშირი რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„თალიბანის“ სამხედრო შეტევა პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ აღებულ ვალდებულებას, კონფლიქტი მოლაპარაკების გზით მოაგვარონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

3 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოძრაობა „თალიბანი“ საერთაშორისო აღიარებას არ მიიღებს და სანქციების მოხსნას არ მიაღწევს, თუ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ძალის გამოყენებით შეეცდება.

 

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

 

19 ივლისს ავღანეთში 15 დიპლომატიურმა მისიამ და ნატოს წარმომადგენელმა თალიბებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

 

ავღანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ „თალიბანის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ ავღანეთის საზღვრების 90%-ს აკონტროლებენ, სრული სიცრუეა

 

1 მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner