logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენში ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას უცხადებს
- +

23 ივლისი. 2016. 10:40


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანაგრძნობას უცხადებს მიუნხენში მომხდარი ტერორისტული აქტისას დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას გამოხატავს გერმანელი ერის მიმართ.



ძლიერ შეძრწუნებული ვარ მიუნხენში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

ეს ჩვენი საერთო ღირებულებების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, რომელსაც ჩვენი ერთობით უნდა ვუპასუხოთ.

ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ გერმანელ ერს და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner