logo_geo
eng_logo
მერვე მედალი განაღდებულია! – გენო პეტრიაშვილი ფინალშია!
- +

5 აგვისტო. 2021. 14:30

 

 

ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ მერვე ოლიმპიური მედალი გაინაღდა!

 

თავისუფალი სტილით ჭიდაობის ტურნირზე 125კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა ნახევარფინალში ირანელი ამირ ჰუსეინ ზარე 6:3 დაამარცხა და ფინალურ დაპირისპირებაში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. ქართველი ფალავანი ახლა უკვე ოქროს მედალს შეუტევს.

 

ოლიმპიური ჩემპიონის გამოსავლენ ორთაბრძოლაში გენოს მეტოქე რამდენიმე წუთში გაირკვევა.

 

შესაბამისად, უკვე გარანტირებულად საქართველოს ტოკიო 2020-ზე 8 მედალი ექნება. ქართველი მოჭიდავის შემთხვევაში გასარკვევია მხოლოდ მედლის ხარისხი – ოქრო, თუ ვერცხლი. რაც შეეხება დანარჩენი სპორტსმენების მონაგარს, შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდნენ. ასევე ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედალია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას ანგარიშზეც, ბრინჯაოს პრიზიორი კი ძალოსანი ანტონ პლესნოი გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner