აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა გერმანიას მიუნხენში მომხდარი სროლის გამო უსამძიმრებს. მისი თქმით, ვაშინგტონი მზად არის, გერმანიის ხელისუფლებას დახმარება აღმოუჩინოს.
„ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა მიუნხენში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც შესაძლოა, დაშავდა. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, აღმოვუჩინოთ ყველა დახმარება",- განაცხადა ბარაქ ობამამ.
მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც გარდაცვლილია სულ მცირე 10 ადამიანი.
სამართალდამცველებმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფსეს.