შიდა ქართლს ახალი კოვიდკლინიკა დაემატა. კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში „გორმედის“ ხაშურის კლინიკა ჩაერთო. ხაშურის კოვიდმიმღებ კლინიკაში 86 საწოლია, აქედან 11 რეანიმაციის პაციენტებისთვის. ამ დროისთვის სულ „გორმედის“ შიდა ქართლის კოვიდკლინიკებში 100 საწოლია თავისუფალი.
„გორმედის“ სამედიცინო ქსელის გორის, ქარელის და ხაშურის კოვიდკლინიკებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვისთვის 300 საწოლი აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 50 საწოლით მეტია.
„მაქსიმალურად დატვირთულია კოვიდკლინიკა, 104 პაციენტია ჟამად თერაპიაში. დატვირთულია ასევე ქარელის კლინიკა და დღეიდან კოვიდპაციენტების მართვაში დაემატა ხაშურის კლინიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხაშურში პაციენტების მიღება, 100-მდე საწოლის საშუალება გვაქვს. მახარებს ის, რომ იმატა ვაქცინაციაზე მომართვიანობამ“, – განაცხადა სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ კლინიკურმა მენეჯერმა, ხათუნა შრუბმა.