პოლონეთის ქალაქ პოზნანში ერთმანეთს ორი ტრამვაი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა RMF24 ავრცელებს.
შეჯახების შედეგად დაშავდა 31 ადამიანი, 6-მა მათგანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.
ერთ-ერთი დაშავებული მემანქანეა, რომელიც საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
შეჯახების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.