დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი გერმანიას დახმარებას სთავაზობს. ბორის ჯონსონის თქმით, მიუნხენში მომხდარი სროლა მორიგი ტერორისტული აქტია.
„თუ ეს მორიგი ტერორისტული ინციდენტია, როგორც ეს დიდი ალბათობით ჩანს, მაშინ, ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს გლობალურ ფენომენთან და გლობალურ დაავადებასთან, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ მისი წარმოშობის ადგილზე - ახლო აღმოსავლეთში, საიდანაც ეს სიმსივნე წარმოიშვა, და ასევე მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.