logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: დღეს კიდევ გვაქვს რესურსი, რომ, ქვეყანამ მძიმე პაციენტები მართოს, მაგრამ ეს რესურსი ამოწურვადია
- +

5 აგვისტო. 2021. 18:47

 

 

690-მდე საწოლია თავისუფალი და 500-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ჩვენ დღეს კიდევ გვაქვს რესურსი, რომ, ქვეყანამ მძიმე პაციენტები მართოს, მაგრამ ეს რესურსი ამოწურვადია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, თუ მომდევნო დღეების განმავლობაში ინფიცირების ისევ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და სტაციონარში ადგილები აღარ იქნება, ამაზე მეტი სიგნალი საჭირო აღარ არის.

 

„სტაციონარებში ადგილები არ არის - ნიშნავს იმას, რომ პაციენტი, რომელსაც სჭირდება ჰოსპიტალური მომსახურება მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, დარჩება სახლში. ეს არის ლეტალობის მაჩვენებლის მკვეთრად გაზრდის ბოლო ზღურბლი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner