25 წლის ამერიკელმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რის საფუძველზეც 25 წლის ამერიკელი გამთამაშებელი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ღირსებას evrobasket 2017-ის შესარჩევ ტურნირში დაიცავს.
დიქსონი თბილისში ივნისის შუა რიცხვებში იმყოფებოდა და საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ქვეყნის პრეზიდენტის სახელზე განაცხადი შეიტანა. 14 ივლისს კი კალათბურთელი საქართველოს ნაკრებს თბილისში შეუერთდა და ილიას ზუროსის გუნდს შეკრებაზე სლოვენიაშიც გაჰყვა. დიქსონმა ქართული პასპორტი, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში, სადაც ამჟამად საქართველოს ნაკრები შეკრებაზე იმყოფება, საქართველოს საელჩოში 22 ივლისს მიიღო.
მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში პირველ მატჩს 2 აგვისტოს, პორტუგალიასთან ჩაატარებს.