logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ის პოლიტ-ტელევიზიები, რომლებიც უკვე ვერც ვითვლით მერამდენე გვამს ითხოვენ, აფთრებზე უარესნი არიან
- +

5 აგვისტო. 2021. 18:49

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანის ციხიდან ვადამდე ადრე გათავისუფლებას ეხმაურება. მისი თქმით, ამ ტრაგედიით ვიღაცების მხრიდან სპეკულირება ქართული მორალისგან სრული გასვლაა.

 

„დიახ, საშინელება მოხდა. ბავშვი დაიღუპა და უმძიმესი ფრაზა დაგვიტოვა. ერთ-ერთი დამნაშავე დააკავეს.

 

ერთ-ერთი! პოლიციელი ქალი, რომელსაც არც ერთ შემთხვევაში არ გავამართლებ, მაგრამ დღეს, იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საკუთარი სინდისის წინაშე დგომა უდიდესი ტანჯვაა, მეცოდება, მაგრამ ამ ტრაგედიით ვიღაცების მხრიდან სპეკულირება, ანუ კიდევ ერთი დაღუპულის მოთხოვნა, მორალისგან, ქართული მორალისგან სრული გასვლაა.

 

ის პოლიტ-ტელევიზიები, რომლებიც უკვე ვერც ვითვლით მერამდენე გვამს ითხოვენ, აფთრებზე უარესნი არიან.

 

ჩემი აზრით, იმ ადამიანისთვის სიკვდილი კარგია, სიცოცხლე ტანჯვა, მაგრამ ნაძირალები, რომლებიც ამ ტრაგედიით ისევ პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ, ყველაზე საშიში ნაძირალები არიან“, - წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner