logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე ჩოლოიანის გათავისუფლებაზე: ამ „ქეისშიც“ დაცული რომ იყო ყველა კანონიერი მოთხოვნა, არ გეტყვით „პოლიტიკური“ ძალა, რომლის დროსაც კანონის აღსრულება სააკაშვილისა და ერთი-ორი მაღალჩინოსნის ახირებებზე იყო დამოკიდებული
- +

5 აგვისტო. 2021. 20:19

 

 

„ის, რომ ამ „ქეისშიც“ დაცული იყო ყველა კანონიერი მოთხოვნა, არ გეტყვით ის დესტრუქციული, არაჰუმანური „პოლიტიკური“ ძალა, რომლის დროსაც კანონის აღსრულება მხოლოდ სააკაშვილისა და მისი ერთი-ორი მაღალჩინოსნის ახირებებზე იყო დამოკიდებული“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მარიანა ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლებას.

 

მისი თქმით, მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, წარმოუდგენელია მარიანა ჩოლოიანის დანაშაულის გამართლება! შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩოლოიანმა არსებული სასჯელის შეცვლის შესაძლებლობა გამოიყენა სასჯელის ნახევრის გასვლის შემდგომ.

 

მისივე განმარტებით, თავდაპირველად, მუდმივმოქმედმა კომისიამ განიხილა ჩოლოიანის საქმე და ის არ გაუშვა საპატიმროდან. კომისიის უარი გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და დასაბუთებული საჩივარი დააკმაყოფილა სასამართლომ და მისი საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა კომისიას. ამ უკანასკნელმა კი, მძიმე ავადმყოფი მარიანა ჩოლოიანი ვადაზე ადრე გაათავისუფლა.

 

„რაოდენ სამწუხაროა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს (მეტწილად ნაცსექტა და მისი გავლენის ქვეშ მყოფნი) ტალიონის კანონის პრინციპით სურთ ცხოვრება. ტალიონის კანონს ასევე უწოდებენ „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“ (ლეხ ტალიონის). ამ პრინციპით, სასჯელი ზიანის მიყენების პროპორციული უნდა ყოფილიყო. ძველი აღქმიდან გამომდინარე, რომაული სამართლის პრინციპებში ასახული ტალიონის კანონის მოდალობა დროთა განმავლობაში გაქრა, რადგან საზოგადოებისთვის არ იყო პრაქტიკული. თუმცა, ამ არქაული კანონის პრინციპით ცხოვრება ძალიან სურთ დამნაშავე სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ „დაკრულზე მოცეკვავე“ ფსევდოუფლებადამცველებსა და ფსევდო-NGO-ებს.

 

მათი მუდმივად გაუკუღმართებული აღქმით, ტალიონის პრინციპი ყველას უნდა ეხებოდეს, ნაცსექტის გარდა. მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობაზე მეტი დეტალის გავრცელება შეუძლებელია, ეს პერსონალური ინფორმაციაა. ყველაფრის დამახინჯებულად გამგებ მავანთა საყურადღებოდ! წარმოუდგენელია მარიანა ჩოლოიანის დანაშაულის გამართლება! შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩოლოიანმა არსებული სასჯელის შეცვლის შესაძლებლობა გამოიყენა სასჯელის ნახევრის გასვლის შემდგომ. თავდაპირველად, მუდმივმოქმედმა კომისიამ განიხილა ჩოლოიანის საქმე და ის არ გაუშვა საპატიმროდან. კომისიის უარი გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და დასაბუთებული საჩივარი დააკმაყოფილა სასამართლომ და მისი საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა კომისიას. ამ უკანასკნელმა კი, მძიმე ავადმყოფი მარიანა ჩოლოიანი ვადაზე ადრე გაათავისუფლა. თუმცა, ის, რომ ამ „ქეისშიც“ დაცული იყო ყველა კანონიერი მოთხოვნა, არ გეტყვით ის დესტრუქციული, არაჰუმანური „პოლიტიკური“ ძალა, რომლის დროსაც კანონის აღსრულება მხოლოდ სააკაშვილისა და მისი ერთი-ორი მაღალჩინოსნის ახირებებზე იყო დამოკიდებული“, - წერს გია აბაშიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner