logo_geo
eng_logo
საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ სანიტარული საშვების კაფეებში, რესტორნებსა და ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში მოქმედება დაამტკიცა
- +

5 აგვისტო. 2021. 20:22

 

 

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ სანიტარული საშვების კაფეებში, რესტორნებსა და ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში მოქმედება დაამტკიცა.

 

26 ივლისს საფრანგეთის სენატმა კორონავირუსთან ბრძოლის ზომების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

 

ახალი რეგულაციების თანახმად, სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.

 

გარდა ამისა, რესტორნებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და მუზეუმებში შესვლისათვის ვაქცინაციის დამადასტურებელი ე.წ. „სანიტარული საშვის“ ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა იქნება საჭირო.

 

ე.წ. „სანიტარული საშვები“ გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული ან ფლობენ არაუგვიანეს 72 საათის წინ გაკეთებული ტესტის უარყოფით პასუხს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner