logo_geo
eng_logo
თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს
- +

23 ივლისი. 2016. 11:03


თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან შესაძლო კავშირის გამო პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს. პრეზიდენტის გვარდია, რომელიც 2500 სამხედროსგან შედგება, ანკარაში პრეზიდენტის სასახლეშია დისლოცირებული.



CNN turk-ის ცნობით, გაცემულია გვარდიის 300 წევრის დაკავების ორდერი, ამ დროისთვის დააკავეს ისინი, ვინც დედაქალაქში იმყოფებოდა.



თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნურეთინ ჯანიქლიმ ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თითქმის 60 ათასი ადამიანის დაკავება და სამსახურიდან გათავისუფლება „მხოლოდ აისბერგის მწვერვალია".


ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყანაში ამბოხთან კავშირში მყოფი პირების დაკავება გაგრძელდება.




21 ივლისს თურქეთმა სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამო ადმაიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს, პრეზიდენტი ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღდგეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner