22 ივლისს მიუნხენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიასთან" უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა და 10 ადამიანი მოკლა, 20-მდე კი დაიჭრა. სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.
ქალაქის პოლიციის უფროსმა ჰუბერტ ანდრემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. იგი წარმოშობით ირანელი, 31 წლის ახალგაზრდა იყო, რომელსაც გერმანიისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ის მიუნხენში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
სპეცოპერაციის დროს მისი ცხედარი, ტრაგედიის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იპოვეს, ვარაუდობენ, რომ მან თავი მოიკლა. თავდამსხმელის მოტივები ამ დრომდე უცნობია.