logo_geo
eng_logo
მიუნხენის სავაჭრო ცენტრთან 18 წლის ირანის მოქალაქემ ცეცხლი გახსნა
- +

23 ივლისი. 2016. 11:03


22 ივლისს მიუნხენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიასთან" უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა და 10 ადამიანი მოკლა, 20-მდე კი დაიჭრა. სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.


თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.


ქალაქის პოლიციის უფროსმა ჰუბერტ ანდრემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. იგი წარმოშობით ირანელი, 31 წლის ახალგაზრდა იყო, რომელსაც გერმანიისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ის მიუნხენში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა.


სპეცოპერაციის დროს მისი ცხედარი, ტრაგედიის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იპოვეს, ვარაუდობენ, რომ მან თავი მოიკლა. თავდამსხმელის მოტივები ამ დრომდე უცნობია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner