logo_geo
eng_logo
თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ქვეყანაში ტყის ხანძრებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ იმსჯელა
- +

6 აგვისტო. 2021. 00:27

 

 

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

 

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც სამსაათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, ექვსპუნქტიანი წერილობითი განცხადება გაკეთდა.

 

როგორც ცნობილია, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე ტყის ხანძრები იყო. გარდა ამისა, განიხილეს რიგი რეგიონული საკითხებიც.

 

არსებული ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო დაძაბულობაზეც იმსჯელეს და სომხურ მხარეს მოუწოდეს, შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და განავითაროს თანამშრომლობა რეგიონის სახელმწიფოებთან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner