logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: აპირებენ ამ გლობალური პანდემიის პირობებში კიდევ დამატებით „შავ ჭირად“ მოედონ სრულიად საქართველოს!
- +

6 აგვისტო. 2021. 00:40

 

 

„ჭეშმარიტად დიდი იყო კონსტანტინე, როდესაც წერდა: „ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე“-ო. ასე დაემართა დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს მისი სურვილით არ ასმევდა მკვებავ და მაცოცხლებელ სითხეს უხსენებელთა მოდგმას. მას ამას ავალდებულებდნენ ის გაღმა-გამოღმა მყოფი პოლიტიკური ძალები, რომელთაც აქ წლების განმავლობაში თბილ სასათბურე პირობებში  კვერცხები ჩააწყვეს და დაჩეკეს შხამიანი ასპიტები, რომლებიც ამჟამად  წუთს და წამს არ უშვებენ ისე რომ არ დაკბინონ და მოწამლონ საქართველო“, - ამის შესახებ ანალტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„დაუკვირდით გაღმა-გამოღმიდან გულგამაგრებულებს, როდესაც არაფერი გასდით დევნიან და ლანძღავენ შვილმკვდარ ოჯახებს, განაქიქებენ სამართალდამცავ ორგანოებს, წესიერ და სინდის-ნამუსიან  უფლებადამცველებს, ჭორებს  უვრცელებენ და ათასგვარ სისაძაგლეს აბრალებენ ადამიანებს, ფსიქოლოგიური და მორალური ტერორის ქვეშ ჰყავთ ყოველწამიერად საზოგადოება.

ესენი არიან სწორედ იმ შხამიანთა მოდგმა, რომლებიც 1920-1930-იან წლებში ანგრევდნენ ეკლესიებს, დევნიდნენ მორწმუნეებს კლავდნენ პატრიარქებს, უნივერსიტეტიდან  დევნიდნენ ჯავახიშვილებს, ანგრევდნენ უნივერსიტეტებს და მის რექტორებად ნიშნავდნენ ღლონტებს, ვაშაყმაძეებს, აღნიაშვილებს....

ცოტათი კიდევ, რომ გაგრძელებულიყო მათი მმართველობა დარწმუნებული ვარ, რომელიღაც მათგანი გიგლა ბერბიჭაშვილივით გურამ შარაძის მკვლელობისათვის  პენსიის დანიშვნასაც მოითხოვდა. ამის დასტურია ძმები ახალაიების ქებათა-ქება ზოგიერთი „სწავლულის“ მიერ.

თუმცა რაც მათ საქართველოს მოსახლეობას გაუკეთეს თემურ ლენგის ისტორიკოსს რაშიდ-ად-დინსაც კი გაუჭირდებოდა მისი აღწერა.

ახლა კიდევ საშალიკოეთიდან კი არ დაიშალნენ არამედ გაიშალნენ - ნაცებად, გირჩებად, ევრონაცებად, ვითომ მუშათა ინტერესებად დამცველად და აპირებენ ამ გლობალური პანდემიის პირობებში კიდევ დამატებით „შავ ჭირად“ მოედონ  სრულიად საქართველოს!

ამიტომაც საქართველოს მოსახლეობის ვალია ოქტომბერში კიდევერთხელ ადგილობრივ არჩევნებზე ამ უხსენებელთა მოდგმას ქაღალდის ტყვიით, რომელსაც საარჩევნო ბიულეტენი ჰქვია გაუჭეჭყოს თავები და გასრისოს მათი პოლიტიკური კვერცხებისაგან ჯერ ნაშობი თუ არნაშობი ბარტყები.

დროა დამდგარი ქართველნო და არაქართველნო რომა,   ამ ასპიტებისაგან თავისუფლება, მშვიდობა და განვითარება ნახოს საქართველომა“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner