საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ახლა მე გეტყვით, როგორ მუშაობს დეზინფორმაციის მექანიზმი.
პირველ ეტაპზე საქართველოში პოლიტდეგენერატების ერთი ჯგუფი შეთანხმდება და ერთ-ერთი დეგენერატი ასევე დეგენერატი ჟურნალისტის საშუალებით გაავრცელებს დეზინფორმაციას.
რასაკვირველია, იციან, რომ არავინ დაიჯერებს. ამიტომ გადადიან მეორე ეტაპზე. ეს პოლიტდეგენერატი უკავშირდება თავისნაირ დეგენერატებს საზღვარგარეთ, ვთქვათ, ბალტიისპირეთში, და სთხოვს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გაუქმების თაობაზე დეზინფორმაცია იქაურ მედიაშიც გაავრცელოს.
საზღვარგარეთ, ვთქვათ, ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, არიან დეგენერატი ჟურნალისტებიც, რომლებსაც, თავის მხრივ, უკავშირდება იქაური დეგენერატი ექსპერტი. აი, ის, რომელსაც საქართველოდან დაუკავშირდა აქაური დეგენერატი.
შემდეგ იწყება მეოთხე ეტაპი. ვთქვათ, ბალტიისპირელი დეგენერატი ექსპერტი იქაური დეგენერატი ჟურნალისტის მეშვეობით ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი ვიზიტები გაუქმდა. ამას არ ადასტურებენ, იმ ქვეყნის, ვთქვათ, ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყნის ოფიციალური პირები, მაგრამ აქაური დეგენერატის თხოვნით იქაურმა დეგენერატმა იქაურივე დეგენერატი ჟურნალისტის საშუალებით უკვე გაავრცელა დეზინფორმაცია.
მერე იწყება მეხუთე ეტაპი.
იქაური დეგენერატი ექსპერტი აქაურ დეგენერატს უგზავნის მასალას, რომელშიც იქაური დეგენერატი ჟურნალისტი იქაურ დეგენერატ ექსპერტზე დაყრდნობით წერს სტატიას. და იქაური დეგენერატის მოსაზრებებს აქაური დეგენერატი პრესკონფერენციაზე წარმოგვიდგენს უტყუარ ჭეშმარიტებად, თუმცა ზუსტად იცის, რომ მისი გამოგონილია.
სულ ეს არის.
პოლიტდეგენერატების ჯგუფში შეთანხმებულ და ამ ორი დეგენერტის გამოგონილ და მესამე დეგენერატის - ჟურნალისტის გავრცელებულ დეზინფორმაციას უკვე აქაური დეგენერატები - ჟურნალისტები იმეორებენ და ავრცელებენ და ბევრი დეგენერატი იჯერებს, რადგან... დეგენერატები არიან!