logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: როგორ უნდა გძულდეს ასე შენი ხალხი, შენი ქვეყანა?!
- +

6 აგვისტო. 2021. 01:52

 

 

„როგორ უნდა გძულდეს ასე შენი ხალხი, შენი ქვეყანა?!

ქვეყანა და ხალხი რომ გძულთ, ყველამ გაიგო. ასეთ მოკლევადიან სიცრუეებს რომ წერთ, რაზე გაქვთ გათვლა?“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შვეიცარია მოქალაქეებს აფრთხილებს, საქართველოში მოგზაურობისას არ ატარონ ძვირფასი ნივთები.

 

„გამოგიცხოთ პასუხი გია აბაშიძემ. როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარია, თავის დაზღვევის მიზნით, ამერიკაში, საფრანგეთში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში წამსვლელებსაც ანალოგიურად აფრთხილებს.

სასაცილოა თუ უნდა გავბრაზდეთ?

თქვენგან არ მიკვირს. ვიცი ვინც ხართ. თქვენს პარტიებს ხმას ვინც გაძლევთ, მათი გამკვირვებია. თუმცა...“, - წერს სალუქვაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner