საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მუდმივ კონტაქტზეა ქალაქ მიუნხენში, თავდასხმის რაიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ წუთის მდგომარეობით, ყველა მათგანი უვნებელია, თუმცა გერმანელი სამართალდამცველების მითითებით, ისინი იძულებული არიან, დარჩნენ ადგილებზე და გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
„სამინისტრო მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს გაცნობებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, უკვე მითითებული ცხელი ხაზის გარდა (+491 62 88 55 303), დარეკოთ მიუნხენის პოლიციის ცხელ ხაზზე: +495 92 91 01 910 და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე: +995 577 98 40 20", - აცხადებენ სამინისტროში.