logo_geo
eng_logo
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, მაშველებმა ცეცხლმოდებულ კუნძულზე დარჩენილი ბერები გამოიყვანეს
- +

6 აგვისტო. 2021. 10:51

 

 

საბერძნეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია და რამდენიმე ლოკაციაზეა გავრცელებული. მეხანძრეები ბოლო 24 საათში ცეცხლის 92 კერის ჩაქრობას ცდილობდნენ.

 

რთული ვითარებაა კუნძულ ევიაზე, სადაც ასობით სახლი უკვე დაიწვა. სამართალდამცველებთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მონასტრიდან 12 ბერის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მეხანძრეებს 500 ჯარისკაცი და ათობით ვერტმფრენი ეხმარება.

 

კუნძულზე მაშველები გააგზავნა საფრანგეთმაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner