საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 640 შემთხვევა, აჭარა – 628, იმერეთი – 395, ქვემო ქართლი – 170, შიდა ქართლი – 172, გურია – 70, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 299, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806 საიდანაც: 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 052, აჭარაში – 802, იმერეთში – 926. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 285 პირი, მათ შორის, თბილისში – 578, აჭარაში – 130, იმერეთში -294. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი, მათგან თბილისში – 189, აჭარაში – 18, იმერეთში – 18. 2 472 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 153 – თბილისში, 812- აჭარაში. 29 965 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 907 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 167, „პისიარ“ ტესტით – 16 740.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,02%, ბოლო 14 დღის – 8,05%, ბოლო შვიდი დღის – 8,98%.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 44, ხოლო აჭარაში – 5.
სულ 6 ოქტომბრიდან 5 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 24 998 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 088 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 299, პირი, აჭარაში – 4 592, იმერეთში – 3 582.